ესპრესო წვრილად დაფქულ ყავაზე ცხელი წყლის ზემოქმედებით, წამისა და გრამის სიზუსტით, პროფესიული ყავის აპარატით ჩამოწურული ძლიერი არომატებისა და ინტენსიური გემოების მქონე მცირე მოცულობის სასმელი.
თხელი ქაღალდის ფილტრით და წნევის ზემოქმედებით ჩამოწურული კონკრეტული ადგილწარმოშობის ყავა, რომელიც გამოირჩევა მღვრიე შეფერილობით და ფილტრის ყავებს შორის ყველაზე ინტენსიური გემოებით.
ესპრესოს ბაზაზე მომზადებული რძის შემცველი ყავა,რომელიც მიიღება ძალიან დაკვირვებით ამოყვანილი ხავერდოვანი რძით და ფორმდება პროფესიონალური ლატე არტით.რძისა და ყავის პროპორცია დაცულია ისე,რომ რძეში იდეალურად იკითხებოდეს ამა თუ იმ ქვეყნის ყავის მარცვლისთვის დამახასიათებელი ყველა გემო და არომატი.
V60 არის Specialty ყავის იაპონური კლასიკა.დაფქულ ყავაზე ცხელი წყლის მექანიკური დასხმით და საშუალო სისქის ქაღალდის ფილტრის გავლით ჩამოწურული დაბალანსებული,არომატული,საშუალო სხეულის მქონე ყავა.
ესპრესო,რომელიც ემატება ფინჯანში წინასწარ ჩამოსხმულ ცხელ წყალს და იღებს შავ ფერს.ეს სასმელი თითმის იგივეა,რაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ამერიკანო, მაგრამ მომზადება ხდება შემდეგნაირად: ჯერ ვასხამთ წყალს და შემდეგ ვაწურავთ ესპრესოს, ამიტომ კრემა არ ჯდება ზედაპირზე და სწრაფი დიფუზიის გამო მთლიან სითხეში ზუსტად თანაბრადაა გადანაწილებული ყველა გემო, განსხვავებით ამერიკანოსაგან.
მაკიატო ძირითადად აღნიშნავს ესპრესოს ნაკლები რაოდენობის ამოყვანილი რძით. მაკიატო მზადდება 100მლ ესპრესოს ფინჯანში რძის ქაფის დამატებით (ისე,რომ ესპრესოს დაედოს მხოლოდ ქაფი და არ მოხდეს მთლიან სითხეში რძის შერევა).
ლატე არის ესპრესოზე დაფუძნებული ყავა, რომელიც მიიღება დიდი რაოდენობის ამოყვანილი რძით. ლატე შეიცავს რძის უფრო მეტ რაოდენობას ვიდრე ფლეთ ვაითი და მზადდება 250მლ ჭიქაში და ფორმდება პროფესიონალური ლატე არტით.